Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ამერიკელი გენერალი ნორმან შვარცკოფი


გენერალი ნორმან შვარცკოფი, რომელიც 1991 წელს ქუვეითის ტერიტორიაზე შეჭრილი ერაყის სამხედრო ძალების წინააღმდეგ მოქმედ საერთაშორისო კოალიციას ხელმძღვანელობდა, ხუთშაბათს გარდაიცვალა. 78 წლის შვარცკოფი ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში ცხოვრობდა, სადაც იგი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბს ედგა სათავეში. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც ცოლთან ერთად პირადად მიუსამძიმრა გენერლის ოჯახს, შვარცკოფს „ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი და მისი თაობის უდიდესი სამხედრო სარდალი უწოდა.“ 1991 წელს, ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დროს გენერალი ნორმან შვარცკოფი ქუვეითის განთავისუფლების „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG