Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიის შესახებ კანონის პრეზიდენტისეულ ვარიანტს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა


საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. კენჭისყრაზე თავდაპირველად ამნისტიის შესახებ კანონის პრეზიდენტის ვარიანტი გავა, ხოლო შემდეგ პარლამენტი კენჭს უყრის კანონის იმ რედაქციას, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სამივე მოსმენით აქვს დამტკიცებული. აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაძლევას სჭირდება დეპუტატთა 3/5-ის მხარდაჭერა. ამის შემდეგ თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ამნისტიის პროექტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
XS
SM
MD
LG