რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კორნმა აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის სამეთვალყურეო ორგანოს - მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს - გაუგზავნა წერილი, რომელშიც იტყობინება, რომ 25 იანვრიდან ამ თანამდებობას ტოვებს ოჯახური გარემოებების გამო. კორნმა, რომელსაც რესტრუქტურიზაციის ზომების დროს გარკვეული წინააღმდეგობები შეხვდა, თანამდებობაზე ორ წელიწადზე ნაკლები გაატარა. თავის წერილში სტივ კორნი აქებს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს და მოუწოდებს ორგანიზაციას, განაგრძოს მოდერნიზება იმისთვის, რომ სათანადოდ მიიღოს გლობალური მედიაბაზრის გამოწვევები. კორნმა წერილში გააკრიტიკა აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის, როგორც მან უწოდა, „სტრუქტურული დისფუნქცია“ და იმედი გამოთქვა, რომ ის რეფორმირდება. კორნის შემცვლელის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ყველაზე პოპულარული
1