Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეტაკებების გამო დაიკეტა ალეპოს აეროპორტი


სირიის სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებების გამო სამშაბათს დაიკეტა სირიის უმსხვილესი ქალაქის - ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი. ბრიტანეთში მოქმედი ”სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ინფორმაციით, აეროპორტი ორშაბათს ღამით დაიკეტა, როცა აეროპორტის დაცვის სამხედრო ბაზას მეამბოხეები დაესხნენ თავს. ბოლო დროს მათ გაახშირეს თავდასხმები ალეპოს ახლოს მდებარე აეროპორტებზე, რომ ამით შეასუსტონ სამთავრობო ძალების საჰაერო უპირატესობა. საჰაერო ძალები, რომელიც მეამბოხეთა პოზიციებს ბომბავს, ითვლება ყველაზე დიდ წინაღობად მეამბოხეებისათვის.
XS
SM
MD
LG