Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა მუჰამედზე კომიკსები გამოაქვეყნა


ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა, „შარლი ედბომ,“ დღეს გამოაქვეყნა წინსწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრების შესახებ კომიკსები, 64 გვერდიანი გამოშვება. ამ განზრახვის თაობაზე დასვენების დღებში იუწყებოდა მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე. როცა სექტემბერში, ამავე ჟურნალმა მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა მაჰმადიანთა საპროტესტო გამოსვლები. მაშინ, ზოგიერთ ქვეყანაში საფრანგეთის წარმომადგენლობები დაიხურა უსაფრთხოების მოსაზრებით.
XS
SM
MD
LG