Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიესათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ინფორმაციას ასეთი გადაწყვეტილების შესახე კრემლის ოფიციალურ საიტზე ხუთშაბათს გამოქვეყნებული ცნობები ადასტურებენ. მანამდე, 20 დეკემბერს მოსკოვში გამართულ გასული წლის ბოლო პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეპარდიეს გარანტირებული ჰქონდა დადებითი პასუხი, თუკი იგი რუსეთის პასპორტს ანდა რუსეთში ცხოვრების უფლებას მოითხოვდა. დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ქვეყნის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის საგადასახადო პოლიტიკის პროტესტის ნიშნად თქვა. საუბარი საფრანგეთში საშემოსავლო გადასახადის 75 პროცენტამდე გაზრდაზე იმ მოქალაქეებზე, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ევროს აღემატება. რუსეთში კი საშემოსავლო გადასახადი 13 პროცენტს აღწევს. გასულ კვირას საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 75 პროცენტიანი ზღვარი გააუქმა, როგორც „მეტისმეტად მაღალი“.
XS
SM
MD
LG