Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცვის სამსახური საგანგებო განცხადებას აქვეყნებს


საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადების თანახმად, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნება გათვალისწინებული, არ შეესაბამება სინამდვილეს და მას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება ითვალისწინებდა ზოგიერთი თანამდებობის პირის დაცვასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებების იმ უწყებების საბიუჯეტო ასიგნებებიდან დაფინანსებას, რომლებშიც ეს პირები მუშაობდნენ. ამ ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ შესაბამისი დაცვის ღონისძიებები სრული მასშტაბით დაფინანსდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან. - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG