Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი


სირიელი აქტივისტების ცნობით, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა დამასკში, ბენზინით გასამართ სადგურთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქების შესახებ იუწყება სირიის ოფიციალური მედიაც, თუმცა მას არ მოჰყვას ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობაზე. ამ წყაროს ცნობით, აფეთქება მიმართული იყო საწვავის ჩასასხმელად რიგში მდგომი ავტომანქანების წინააღმდეგ და რომ თავდასხმა „ტერორისტებმა“ მოაწყეს. გაეროს შეფასებით, სირიაში 60 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG