Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზად არის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდისათვის


ირანი აცხადებს, რომ თანახმაა, მიმდინარე თვეში განაახლოს მოლაპარაკება მის ბირთვულ პროგრამაზე. ეს მზადყოფნა გამოთქვა ბირთვული პროგრამის საკითხებში მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საიდ ჯალილიმ, ინდოეთში ვიზიტისას. არ დაზუსტებულა დეტალები - სად, ან როდის შეიძლება გაიმართოს ასეთი მოლაპარაკება. დასავლეთის ქვეყნებს ირანის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც, მათი ვარაუდით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანის უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG