Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლების ნაწილი ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს


მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანი დღეს, ანუ იულიანური კალენდრით აღნიშნავს შობის დღესასწაულს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, პატრიარქი კირილი მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში გაუძღვა საშობაო ღვთისმსახურებას. მან მორწმუნეებს მოუწოდა, „მიიღონ თავიანთ ოჯახებში ობლები და მათ სიყვარული გაუზიარონ“. „ჩვენთან ბევრია ბავშვი, ვისაც მშობლები არა ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მშობლები ცოცხლები არიან. და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხალხმა სიხარულით, ღვთისადმი მადლიერების განსაკუთრებული გრძნობით მიიღოს ობლები, უზრუნველყოს არა მარტო თავშესაფრითა და აღზრდით, არამედ მათ სიყვარული აჩუქოს“, განაცხადა პატრიარქმა. მის ამ მოწოდებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს რუსი ბავშვების გაშვილებას შეერთებული შტატების მოქალაქეებზე. თვით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭის რეგიონში, სამება-გეორგიევსკის ქალთა მონასტერში დაესწრო საშობაო ღვთისმსახურებას.
XS
SM
MD
LG