იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩი დაიბარეს და ოფიციალურად გააცნეს იაპონიის მთავრობის პროტესტი სადაო კუნძულების მიმდებარე წყლებში ჩინეთის გემების ყოფნის გამო. 8 იანვარს იაპონიის ახალმა მთავრობამ პირველად წამოჭრა სადაო კუნძულების საკითხი ჩინეთის წინაშე. ჩინეთის ელჩს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აკიტაკა საიკი შეხვდა. იაპონიის საგარეო უწყების განცხადებაში გამოთქმულია ”ძლიერი პროტესტი იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ჩინეთის სახელმწიფოს გემების შესვლისა და იქ ხანგრძლივად დარჩენის გამო”. იაპონია ჩინეთისგან მოითხოვს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
ყველაზე პოპულარული
1