მოსკოვში ათასობით ადამიანი მონაწილეობს სანქცირებული აქციაში, რომელზეც აპროტესტებენ რუსი ბავშვების ამერიკელ მოქალაქეებზე გაშვილების ამკრძალავ კანონს. საპროტესტო სვლაზე მიტანილი აქვთ პლაკატები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დაშლის მოთხოვნით. 4000-მდე პოლიციელს ევალება წესრიგზე ზრუნვა. დემონსტრანტებს ლითონის დეტექტორებით შემოწმების გავლა უწევთ, აქციასთან მიერთებამდე. ხელისუფლებას ნებადართული აქვს დემონსტრაციაში 20 000-მდე ადამიანის მონაწილეობა. რუსეთის პარლამენტმა გაშვილების ამკრძალავი კანონის მიღებით უპასუხა შეერთებულ შტატებში დამტკიცებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსი ოფიციალური პირების მიმართ.
ყველაზე პოპულარული
1