Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აღნიშნავენ „კოსტა კონკორდიის“ კატასტროფის პირველ წლისთავს


იტალიის სანაპიროსთან სამგზავრო ლაინერის, „კოსტა კონკორდიას“ ჩაძირვისას დაზარალებულები და დაღუპულთა ახლობლები აღნიშნავენ ტრაგედიის პირველ წლისთავს. კატასტროფამ 32 ადამიანი შეიწირა, კიდევ ორი ადამიანი კვლავაც დაკარგულად ითვლება. ხომალდზე იმყოფებოდა სულ 4200-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. დღეს დაღუპულებს პატივს მიაგებენ წუთიერი დუმილით, გაიხსნება მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. კატასტროფის შემდეგ ხომალდი დღემდე რჩება იტალიის პროვინცია ტოსკანის სანაპიროსთან, ზაფხულისათვის იგეგმება მისი გადატანა სხვა ადგილას. გრძელდება გამოძიება, რომელსაც შესაძლოა, მოჰყვეს გემის კაპიტნის, ფრანჩესკო სკეტინოსთვის მკვლელობისა და სხვა დანაშაულების ბრალდებების წაყენება.
XS
SM
MD
LG