Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სასამართლო ხელახლა განიხილავს მუბარაქის საქმეს


ეგვიპტეში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა იქნეს განხილული ექსპრეზიდენტ, ჰოსნი მუბარაქის საქმე. მუბარაქს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 2011 წელს, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევისას, ასობით ადამიანის დაღუპვასთან კავშირში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. გადაწყვეტილება საქმის გადასინჯვის თაობაზე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ განიხილა მუბარაქის ადვოკატების მიერ შეტანილი აპელაცია. სასამართლომ გადაწყვიტა ასევე, ხელახლა იქნეს განხილული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ჰაბიბ ალ-ადლის საქმე. მასაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ჰოსნი მუბარაქი 30 წელი იდგა ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში, ვიდრე მას 2011 წელს მასობრივი საპროტესტო აქციებით აიძულებდნენ გადადგომას. მუბარაქის ორ ვაჟიშვილს ასამართლებენ ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG