საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ მოახდინა ლიტვაში გამართულ დისკუსიაზე მაია ფანჯიკიძის გამოსვლის არასწორი ინტერპრეტაცია. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს ლიტვის პარლამენტთან მოქმედ ევროპულ ცენტრში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მინისტრი ცალსახად აღნიშნავს დამოკიდებულებას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. საგარეო უწყების შეფასებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ ფანჯიკიძის სიტყვების ინტერპრეტაციისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვს, თავად გაეცნოს ვიდეოჩანაწერს.
ყველაზე პოპულარული
1