Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ბოინგთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გამოკვლევა ჩატარდება


შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის მმართველობა ბოინგ-787 „დრიმლაინერის“ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკვლევას ჩაატარებს. All Nippon Airways-ის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ოთხშაბათს ავარიული დაშვება განახორციელა. უკანასკნელ პერიოდში ამ ტიპის თვითმფრინავებში ელექტროგაყვანილობაში გაჩენილი ხანძრის, მუხრუჭების გაუმართაობის, საწვავის გაჟონვისა და პილოტის კაბინის საქარე მინის პრობლემების გამო შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების მასშტაბური შემოწმებები მიმდინარეობს. ბოინგ-787 დრიმლაინერის“ 35 % იაპონიაში იწარმოება. ამ თვითმფრინავთან დაკავშირებულმა ახალმა ინციდენტმა სხვა ფაქტორებთან ერთად ტოკიოს ბაზარზე აქციების მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG