საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ტელედებატები 22 იანვარს, ტელეკომპანია" რუსთავი 2"-ის ეთერში გაიმართება. "რუსთავი 2"-ის ცნობით, ნოდარ ხადური და ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტ ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციის" სტუმრები იქნებიან. ვანო მერაბიშვილმა გუშინ გამოთქვა ნოდარ ხადურთან ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედებატების გამართვის მზადყოფნა. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განცხადებით, ის სიამოვნებით მიიღებს ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მონაწილეობას საბიუჯეტო კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით.
ყველაზე პოპულარული
1