Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ავტორის მიმართ ძებნა შეწყვეტილია


პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვეტილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. პაიჭაძის თქმით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა გუშინ მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ვლადიმერ ბედიკაძის მხრიდან გამოძიებასთან თანაშრომლობაა. ამასთან, მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდება და გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG