Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა ქუთაისის პოლიციას მობილიზებისკენ მოუწოდებს


პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მიმართა ქუთაისის სამართალდამცავ ორგანოებს და, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული შეხვედრიას გამო, განსაკუთრებული მობილიზებისკენ მოუწოდა. მან სთხოვა ქუთაისის პოლიციას, სასტუმრო "ბაგრატის" ტერიტორიაზე შეკრებილი პარლამენტარების დაცვა უზრუნველჰყონ თავდასხმებისა და პროვოკაციებისგან. მანანა კობახიძემ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და კვერცხები დაუშინეს და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" არ არის დაინტერესებული მსგავსი შეხვედრების ჩაშლით.
XS
SM
MD
LG