ერაყში დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 12 ადამიანი. ორი აფეთქება მოხდა დუჯაილში, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით, 80-მდე კილომეტრში მდებარეობს. დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი, ხოლო ხუთის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ ბაღდადის სამხრეთით მდებარე ჰილაში. მედიკოსების ცნობით, დაჭრილია 60-ზე მეტი ადამიანი. ზოგი აფეთქება, როგორც ჩანს, მიმართული იყო შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ, როცა ისინი ერაყში სალოცავებისაკენ მიეშურებოდნენ. გუშინ ერაყში 23 ადამიანი შეიწირა აფეთქებების სერიამ.
ყველაზე პოპულარული
1