Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ ბედუკაძე დაკითხეს გლდანის მე-8 საპყრობილეში


გლდანის მე-8 საპყრობილეში დაკითხეს სასჯელაღსრულების ამავე დაწესებულების ყოფილი თანამაშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომლის სახელსაც უკავშირდება პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გადაღება და საჯაროდ გავრცელება. ბედუკაძე, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა და თბილისის აეროპორტში დააკავეს. ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატების განცხადებით, მას აქვს პატიმართა წამების ამსახველი სხვა მასალებიც და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ბედუკაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია მსჯავრდებულებისადმი არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG