Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აფეთქებამ 12 ადამიანი შეიწირა


სირიელი აქტივისტების განცხადებით, 12 ადამიანი შეიწირა ძლიერმა აფეთქებამ, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ ალეპოში მოხდა. დაჭრილია ათობით ადამიანი. სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, აფეთქება გამოიწვია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასამხობად მებრძოლი მეამბოხეების თავდასხმამ. ოპოზიციური ჯგუფები კი აცხადებენ, რომ აფეთქება მოჰყვა მთავრობის ჯარების საჰაერო დარტყმას. რამდენიმე დღით ადრე ალეპოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოხდა ორი აფეთქება, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ძალადობაში.
XS
SM
MD
LG