ბაქოს პოლიციამ დაარბია მაღაზიის მეპატრონეთა აქცია, რომლის მონაწილეებიც აზერბაიჯანის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის ხელმძრვანელობის მხრიდან ფართის ქირის გაზრდას აპროტესტებდნენ. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ხელკეტით გაუსწორდა 1000-მდე დემონსტრანტს, რომლებმაც ბაქოსა და ალატს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მაღაზიის მეპატრონეთა თქმით, ისინი უკიდურესად აღაშფოთა ფართის ყოველთვიური ქირის 300 დოლარამდე გაზრდამ. ასევე ისინი აპროტესტებენ ახალ კანონს, რომელიც მაღაზიის მოვაჭრეებს სალარო აპარატის დადგამს ავალდებულებს. ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის რაზმს ქვები დაუშინა. აზერბაიჯანის პოლიციის ინფორმაციით, 15 წესრიგის დამრღვევი დაპატიმრებულია. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაზიანებულები როგორც პოლიციელთა, ასევე დემონსტრანტთა შორის.
ყველაზე პოპულარული
1