Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას ხელმძღვანელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიგის შექმნას ეწინააღმდეგება


ფიფას (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია) ხელმძღვანელი, იოზეფ ბლატერი, ეწინააღმდეგება დამოუკილებელ სახეოლმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების საფეხბურთო ლიგის შექმნას. კვირას პეტერბურგში სტუმრობისას, ბლატერმა განაცხადა, რომ დამოუკილებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიგის შექმნა ეწინააღმდეგება ფიფას პრინციპებს და არეულობას გამოიწვევს. რეგიონის ძლიერმა გუნდემა პეტერბურგის ზენიტმა და კიევის დინამომ წარმოადგინეს წინადადება, რომ შეიქმნას ასეთი ლიგა. კრიტიკოსები, მათ შორის რუსეთის საფეხბურთო ფედერაცია, თვლიან, რომ ასეთი ლიგის არსებობა ზიანს მოუტანს უკვე არსებულ ლიგებს.
XS
SM
MD
LG