Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს შეხვედრა


დღეს მოსკოვში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს შეხვედრა. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ბოლო წლების ურთიერთობა სრულიად მიუღებელია და ამ მდგომარეობის საფუძველია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ”მე არაერთხელ მითქვამს რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეებისთვის, რომ რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო და საქართველოს სჭირდება ერთიანი რუსეთი, ამიტომ ეს საკითხი ადრე თუ გვიან უნდა გადაწყდეს და მისი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება იქნება უმჯობესი არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთისთვის, არამედ აფხაზეთისა და ოსეთისთვისაც” - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს. საქართველოს ეკლესიას მოძმე და მეგობარი უწოდა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. მან აღნიშნა, რომ რუსეთში კარგადაა ცნობილი ილია მეორის წვლილი არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში რწმენის განმტკიცების, არამედ მშვიდობის შენარჩუნების და სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების ადამიანთა თანამშრომლობის საქმეში. 23 იანვარს მოსკოვში დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.
XS
SM
MD
LG