Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია


ისრაელში დღეს საპარლამენტო, ვადამდელი არჩევნებია. საარჩევნო უბნები თბილისის დროით შუა ღამისას იხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ორი საათის წინ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო თითქმის 64-მა პროცეტმა, რაც მაღალი მაჩვენებელია. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს კოალიცია კვლავ უძლიერესის პოზიციას ინარჩუნებს. ამომრჩეველთა მაღალმა აქტიურობამ საზრუნავი გაუჩინა მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელით, ფეისბუკით, უბნების დახურვამდე, მიმართა ხალხს, ლიკუდის მთავრობას საფრთხე შეექმნა, დატოვეთ ქველაფერი და ხმა მოგვეცით, ეს ერთობ მნიშვნელოვანია ისრალის სახელმწიფოსთვისო. ამის თაობაზე გერმანიის „დე-პე-ა“ იუწყება. ამომრჩეველთა აქტიურობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ის ცენტრისტ-მემარცხენეებს წაადგება. ვარაუდობენ, რომ მმართველი კოალიციის შიგნით პარტნიორების პოზიციების მნიშვნელოვანი გადანაცვლება მოხდება. ულტრანაციონალისტური პარტიის ”ებრაული სახლის” და მისი ლიდერის ნაფტალი ბენეტის გამოჩენა ერთგვარი მოულოდნელობა იყო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. 40 წლის ბენეტი ცდილობს ახალგაზრდებისა და იმ მოქალაქეების ხმების მოპოვებას, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან არიან. ნაფტალი ბენეტს ისრაელის პოლიტიკის ახალ ”პოპ ვარსკვლავს” უწოდებენ. ბენეტის წარმატებამ შესაძლოა გაართულოს პალესტინელებთან ურთიერთობა. თავისი კამპანიის დროს ბენეტმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არ დაუშვას პალესტინელთა სახელმწიფოს აღმოცენება ”ისრაელის მიწაზე”.
XS
SM
MD
LG