Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა ხიზანიშვილი კვლავ თბილისის მერის მოადგილეა


შოთა ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა და დღეიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილება მას წინასწარი პატიმრობის გამო დროებით შეჩერებული ჰქონდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან 35 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 17 იანვარს გაათავისუფლეს. მას პროკურატურა ცრუ დასმენას, პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას, უკანონო მოსმენებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
XS
SM
MD
LG