Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიამ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მისაღები და მისასალმებელი უწოდა


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მისაღები და მისასალმებელი უწოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ”ორი დღის წინ გვქონდა საუბარი და პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა და თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის პოზიციას” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მინისტრის თქმით, მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პირველ ყოვლისა, მისაღებია მისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რათა სრული კონცენტრაცია მოხდეს თავდაცვის რეფორმაზე. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მასა და პრემიერ-მინისტრს შორის შედგა სრულიად ჯანსაღი საუბარი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს მთავრობის ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის. "კიდევ ერთხელ ვიტყვი და წერტილს დავუსვამ ამას - არ არსებობს არანაირი გაუგებრობა, ყველა კითხვა მოხსნილია და თავდაცვის რეფორმაზე მუშაობას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და კონცენტრირებით ვაგრძელებთ" - განაცხადა დღეს ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG