საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რუსეთის მედიის ცნობით, ილია მეორემ ვლადიმირ პუტინს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოკითხვა. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა პატრიარქს მიულოცა დაბადების მე-80 და აღსაყდრების 35-ე წლის იუბილე და მას მადლობა უთხრა ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული, სასულიერო და კულტურული კონტაქტების მხარდაჭერისთვის. წინა დღეს, 22 იანვარს პრესკონფერენციაზე ილია მეორემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბრებდა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.
ყველაზე პოპულარული
1