Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში მოკლეს 11 სავარაუდო ექსტრემისტი


ჩეჩნეთში მოკლეს 11 სავარაუდო ექსტრემისტი, მათ შორის, როგორც ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი აცხადებს, ისლამისტი მეამბოხეების ორი ლიდერი, ძმები მუსლიმ და ხუსაინ გაკაევები. მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. კადიროვის თქმით, სამხრეთ ჩეჩნეთში ოთხშაბათიდან მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. 2010 წელს კადიროვმა 10 მილიონი რუბლის (331 ათასამდე დოლარის) ჯილდო დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც გაკაევების შეპყრობა მოჰყვებოდა. გაკაევებზე ძებნის გამოცხადება მოჰყვა მათ თავდასხმას კადიროვის მშობლიურ სოფელ ცენტოროიზე.
XS
SM
MD
LG