Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის სესიაზე


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ესწრება, დღეს სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით „მსოფლიო ლიდერების არაფორმალური შეხვედრა - ევროპული რენესანსის საფუძვლების ჩაყრა.“ პრემიერის პრესსამდივნოს ინფორმაციით, სესიაზე საუბარი იყო ფინანსურ პრობლემებსა და ინოვაციურ იდეებზე ახალ ეკონომიკურ კონტექსტში. პრესსამდივნოს ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროატლანტიკური სივრცისკენ და აღნიშნა, რომ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის ევროინტეგრაცია რჩება.
XS
SM
MD
LG