Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ბრალდების წაუყენებლად არის დაკავებული 700-მდე სავარაუდო ექსტრემისტი


პაკისტანში ბრალდების წაუყენებლად, სადავო კანონის საფუძველზე ჰყავთ დაკავებული 700-მდე ეჭვმიტანილი. იუსტიციის მინისტრმა, ირფან ყადირმა ხუთშაბათს განუცხადა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, რომ საქმე ეხება სავარაუდო ექსტრემისტებს, რომლებიც შეპყრობილ იქნენ დასავლეთ პაკისტანში, ისლამისტ მეამბოხეებთან არმიის ბრძოლისას. მისივე თქმით, ეჭვმიტანილებს იზოლატორებში დატოვებენ, სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე. მინისტრის ამ განცხადებით, პაკისტანის მთავრობამ პირველად დაასახელა ბრალდების წაუყენებლად, სადავო კანონის სფუძველზე დაკავებულ პირთა რიცხვი. ამ, 2011 წელს დამტკიცებულ კანონს პაკისტანელი და უცხოელი უფლებადამცველები აკრიტიკებენ.
XS
SM
MD
LG