Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: არ განვსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას, არც დაჭერას


ამნისტიის შედეგად პატიმრობიდან ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მსგავს საკითხებს არ წყვეტს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში არსებული ვერტიკალი, როდესაც ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა, აღარ იქნება და ამის პრეცედენტი მისგან უნდა დაიწყოს. "იმას, რაც მე არ მეხება როგორც წესი, არ ვეხები; არ განვსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას, არც დაჭერას და არც პროკურატურას მივუთითებ”, - განაცხადა პრემიერმა.
XS
SM
MD
LG