Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ეროვნული თავდაცვის საბჭო გამოდის დიალოგის გამართვის მოწოდებით


ეგვიპტის ეროვნული თავდაცვის საბჭო გამოვიდა ეროვნული დიალოგის გამართვის მოწოდებით, ქვეყანაში მიმდინარე სისხლიანი შეტაკებების ფონზე. ამასთან, საბჭო, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი მუჰამედ მურსი უდგას, აცხადებს, რომ შესაძლოა ძალადობით მოცულ ადგილებში კომენდანტის საათი დააწესოს. დღეს 30 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა ქალაქ პორტ საიდში - მას შემდეგ, რაც სასამართლომ 21 განსასჯელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ერთი წლის წინ, ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო, რომლებსაც 74 ადამიანი ემსხვერპლა. დემონსტრანტებმა ქალაქის ციხეში შეჭრა სცადეს და პოლიციის განყოფილებებსაც დაესხნენ თავს. 2012 წლის 1 თებერვალს შეტაკებები კაიროსა და პორტ საიდის საფეხბურთო კლუბებს შორის შემდგარი მატჩის შემდეგ დაიწყო. კიდევ 52 განსასჯელის განაჩენებს მარტში გამოაცხადებენ. ერთი დღით ადრე, პარასკევს, ეგვიპტეში აღნიშნეს მეორე წლისთავი რევოლუციისა, რომელმაც ვეტერანი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობა მოიტანა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG