Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში იარაღის კონტროლის მოთხოვნით


ვაშინგტონში დღეს იარაღის ფლობის პირობების გამკაცრების ინიციატივების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა. დემონსტრაციის მონაწილეებს შორის იყვნენ ქალაქის მერი, დემოკრატი ვინსენტ გრეი და სხვა ოფიციალური პირები. გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონში ელიდნენ კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის 100-მდე წარმომადგენელს - სადაც დეკემბერში სენდი-ჰუკის დაწყებით სკოლაში შეიარაღებულმა პირმა 20 პატარა ბავშვი და ექვსი ზრდასრული დახოცა. დღევანდელი აქციის მონაწილეები გამოვიდნენ მოთხოვნით, აიკრძალოს სამხედრო დანიშნულების საბრძოლო იარაღი და დიდი მოცულობის სავაზნეები. ნიუთაუნში მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ დამატებითი აქტუალობა შესძინა იარაღის ფლობის კონტროლის შესახებ დისკუსიას აშშ-ში. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა.
XS
SM
MD
LG