Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა


ბრაზილიის პოლიციის ცნობით, სულ მცირე 180 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 200 დაშავდა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ სანტა მარიაში მდებარე ხალხმრავალ ღამის კლუბში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად. პოლიციის პრესმდივნის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. როგორც იუწყებიან, ხანძრის გაჩენის მომენტში ღამის კლუბში მუსიკალური ჯგუფი უკრავდა და შენობაში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ხმის საიზოლაციო სისტემაში გაჩენილი ცეცხლი გახდა, ფოიერვერკის შოუს დროს. სანტა მარია საუნივერსიტეტო ქალაქია და არგენტინის და ურუგვაის საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 250 000-მდეა.
XS
SM
MD
LG