Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარელში კომპენსაციის გაცემის მიმდინარეობას აპროტესტებენ


ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის ცენტრში 150-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საპროტესტო აქცია ჩაატარა. შეკრებილები ყვარლის გამგებელ დავით ქევხიშვილს და ზარალის დამთვლელ სახელმწიფო კომისიას კომპენსაციების არასწორად განაწილებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, კომისიამ ქევხიშვილის დავალებით საკომპენსაციო თანხები პირადი ნაცნობობით განსაზღვრა ისე, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მიწის ნაკვეთები არავის შეუმოწმებია.მომიტინგეები ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG