ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამ ქალაქში, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. კომენდანტის საათი გამოცხადდა პორტ საიდში, ისმაილიასა და სუეზში. მურსიმ ასევე გამოაცხადა, რომ კრიზისის გადასაჭრელად დიალოგს იწყებს ”პოლიტიკურ ფიგურებთან”. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არეულობის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე პორტ საიდში.
ყველაზე პოპულარული
1