Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები დემონსტრაციებს მართავენ


ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ეგვიპტის ქალაქებში: სუეცში, პორტ საიდსა და ისმაილიაში, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, რომელიც ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ ერთი დღით ადრე დააწესა. კაიროში კვლავაც გრძელდება შეტაკებები პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. გაერთიანებული ოპოზიციის ძალები უარს აცხადებენ ხელისუფლებასთან დიალოგზე. გასული კვირის ბოლოს კაიროსა და პორტ საიდში შეტაკებებს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამ ქალაქში 30 დღეს გაგრძელდება. ამასთანავე ეგვიპტის პარლამენტის უმაღელს პალატაში მიიღეს კანონი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს აძლევს დემონსტრანტთა დაპატიმრების უფლებას.
XS
SM
MD
LG