Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარს ამბობს დანაშაულთან ბრძოლაში აშშ-სგან დახმარებაზე


რუსეთი უარს ამბობს დახმარებაზე, რომელსაც აშშ უწევდა დანაშაულთან ბრძოლაში. პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის განკარგულებით, მოქმედება შეწყვიტა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებამ სამართალდამცავი ქმედებებისა და ნარკოტიკების კონტროლის განხორციელების შესახებ. რუსეთის მთავრობის საიტზე დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ განკარგულება მომზადდა რუსეთის საგარეო უწყების ინიციატივით და მიზეზია ის გარემოება, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ზემოხსენებული დოკუმენტი აღარ შეესაბამება დღევანდელ ვითარებას და ამოწურული აქვს თავისი პოტენციალი. რუსეთთან 2002 წლის სექტემბერში გაფორმებული შეთანხმებით, შეერთებული შტატები აფინანსებდა პროექტებს ნარკოტიკების კონტრაბანდასთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან, კორუფციასთან, არალეგალური შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG