Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა იუსტიციის მინისტრს შერჩევითი სამართლის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს იუსტიციის მინისტრს შერჩევითი სამართლის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ წარადგინა ოთხი ვიდეომასალა, რომელიც მისი განცხადებით, ასახავს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის და ჟურნალისტ ეკა ბერიძის ვაჟების, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის გამგებლებისადმი მუქარას და პოლიციელის მოსყიდვის მცდელობას. დეპუტატის თქმით, ყველა ეს ფაქტი დღემდე რეაგირების გარეშეა. თინა ბოკუჩავას შეფასებით, დღითიდღე ცხადი ხდება, რომ თეა წულუკიანი სამართლიანობის აღდგენაში შერჩევითი სამართლის დამკვიდრებას გულისხმობს. ნაციონალური მოძრაობის ამ ბრალდების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს საქართველოში შერჩევითი სამართალი აღარ არსებობს.
XS
SM
MD
LG