Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ-ის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ მოხდება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. შაბათს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას მან გაიმეორა შეერთებული შტატების ხედვა, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი მოკავშირეები. მისი თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ სირიის, ნატოს გაფართოების, ანტისარაკეტო თავდაცვის და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. მაგრამ მან თქვა, რომ ორ ქვეყანას ამავე დროს მრავალი საერთო ინტერესი აქვს, მათ შორისაა ბირთვული არსენალის შემცირება და ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა. ბაიდენმა ეს განცხადება გააკეთა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. კონფერენციის მუშაობაში 400-მდე მაღალი რანგის დიპლომატი და თავდაცვის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობს ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან და რიგი სხვა ქვეყნებიდან.
XS
SM
MD
LG