Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სასტუმრო "ამბასადორთან" გააპროტესტეს რუსი ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების საქართველოში სტუმრობა


რუსი ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების საქართველოში სტუმრობა გააპროტესტეს დღეს სასტუმრო "ამბასადორთან" სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, რუსეთს სურს საქართველოში კრემლის ჟურნალისტები ჩანერგოს და მიზნებს მათი საშუალებით მიაღწიოს, რაც ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა საქართველოში მოღვაწე რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვიც, რომლის შეფასებით, შეუძლებელია, რუსმა ჟურნალისტებმა ქართველებს რაიმე ასწავლონ მაშინ, როდესაც რუსეთში თავისუფალი სიტყვისთვის კლავენ თავად ჟურნალისტებს. რუსეთის დელეგაცია თბილისში იმყოფება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
XS
SM
MD
LG