Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: 26 თებერვალს გაიმართება ირანთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა 26 თებერვალს, ალმა-ათაში გამართავს ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მენმა სამშაბათს დაადასტურა, რომ ევროკავშირის და ირანის დიპლომატები შეთანხმდნენ მოლაპარაკების თარიღზე და ადგილმდებარეობაზე. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. გაეროს რამდენიმე წყება სანქციები აქვს დაწესებული ირანის წინააღმდეგ ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე ამ ქვეყნის უარის გამო. ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG