Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში თავს დაესხნენ მწერალს და ისტორიკოსს ჰედეგაარდს


დანიაში თავს დაესხნენ მწერალს და ისტორიკოსს ლარს ჰედეგაარდს, რომელიც არ დაშავებულა. ადგილობრივი მედიის თანახმად, უცნობმა პირმა ესროლა, სულ მცირე, ერთხელ, მაგრამ ააცილა. შემთხვევა კოპენჰაგენში მოხდა. პოლიციამ დაადასტურა სროლა, მაგრამ არ დაუზუსტებია, იყო თუ არა თავდასხმა. ჰედეგაარდი თავისუფალი პრესის საზოგადოების თავმჯდომარეა დანიაში. ის შარშანწინ დააჯარიმეს მაჰმადიანთა შეურაცხყოფის მიზეზით.
XS
SM
MD
LG