ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, საპატიმროდან გაათავისუფლეს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან დაახლოებული პირი, ყოფილი გენერალური პროკურორი, საიდ მორთაზავი. ის დააკავეს კვირას, ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც აჰმადინეჟადმა კორუფციაში საჯაროდ დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანის ოჯახი. ლარიჯანისა და აჰმადინეჟადს შორის კონფლიქტი გამოიწვია საიდ მორთაზავის წარდგენამ ირანის სოციალური უსაფრთხოების ფონდის თავმჯდომარის პოსტზე. მორთაზავი 2010 წელს მოხსნეს პროკურორის პოსტიდან მას შემდეგ, რაც ციხეში წამებით მოკლეს 2009 წლის დამონსტრაციაზე დაპატიმრებული სამი პირი. სამშაბათს აჰმადინეჟადმა მკაცრად გააკრიტიკა მორთაზავის დაპატიმრება და განაცხადა, რომ ამ საქმეს მიხედავს ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ, როცა ირანში დაბრუნდება.
ყველაზე პოპულარული
1