Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში დემონსტრანტები აპროტესტებენ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობას


ტუნისში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ოპოზიციის ლიდერის, მემარცხენე ორიენტაციის „ერთიანი დემოკრატიული ნაციონალისტური პარტიის“ თავმჯდომარე ჩოკრი ბელაიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად. ბელაიდი დღეს გარდაიცვალა - მალევე მას შემდეგ, რაც ესროლეს, როცა შინიდან გადიოდა. ის აკრიტიკებდა ზომიერ ისლამისტურ პარტია „ენადას“, რომელიც წამყვანი პოლიტიკური ძალაა მთავრობაში. დემონსტრანტები მკვლელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, დედაქალაქ ტუნისში. მკვლელობის ფონია სოციალური და რელიგიური დაძაბულობა ტუნისში, სადაც ორი წლის წინ, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაამხეს ზინ ელ აბიდინ ბენ ალის მრავალწლიანი მმართველობა.
XS
SM
MD
LG