Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 2012 წელს ყოველ მეორე ავღანელს მოუწია ქრთამის გადახდა


გაეროს მონაცემებით, 2012 წელს ავღანეთში ყოველ მეორე ადამიანს მოუწია საჯარო მოხელეებისათვის ქრთამის მიცემა. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კორუფციასთან დაკავშირებული ხარჯები 2009 წლის შემდეგ 40%-ით გაიზარდა და 3,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. გაეროს ნარკოტიკებისა და დამნაშავეობის ოფისისა და ავღანეთის მთავრობის ანტიკორუფციული განყოფილების მონაცემებით, ქრთამი, რომელიც 2012 წელს გადაიხადეს ავღანელებმა, „ორჯერ აღემატება ავღანეთის შემოსავლებს“. 2001 წელს უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ავღანეთს მიღებული აქვს მილიარდობით დოლარის დახმარება. სამომავლო დახმარებას დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც მომავალი წლის მიწურულს გაიყვანენ თავიანთ საბრძოლო შენაერთებს, უკავშირებენ ავღანეთში კორუფციის წინააღმდეგ ზომების მიღებას.
XS
SM
MD
LG