Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასულიერო ლიდერმა უარყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივა


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ უარყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის შესახებ. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის წინაშე გამოსვლისას, ხამენეიმ გამოთქვა შეფასება, რომ ასეთი მოლაპარაკება „ვერაფერს მოაგვარებდა“. მისი თქმით, ამერიკელებს მოლაპარაკება სურთ მაშინ, როცა „ირანს იარაღს უმიზნებენ“. ბაიდენმა გასულ კვირაში, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას შესთავაზა ირანს პირდაპირი მოლაპარაკება, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოების მოსაგვარებლად. ხამენეის დღევანდელი გამოსვლა მოჰყვა შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG