გადაიდო საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც 8 თებერვალს იყო დაგეგმილი. ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ისინი პატივს სცემენ ყველა ინსტიტუტს და საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლებებს, მაგრამ პატივს სცემენ საკუთარ თავსაც. ”ჩვენ გვინდა შედგეს პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში, რომელიც სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილია და არ წარმოადგენს მხოლოდ ადამიანთა ერთობას, რომლის გადაწყვეტილების შეცვლა პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია”, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი განმარტებით, უმრავლესობის პოზიციაა, რომ პრეზიდენტს მოხსენებით გამოსვლის საშუალება მიეცეს მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე, ან პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური გუნდი გამოხატავენ მკაფიო პოზიიციას პარლამენტისთვის კუთვნილი უფლების დაბრუნების შესახებ. საუბარია უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე, რომლის თანახმად, პრეზიდენტს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება პარლამენტის ნდობის გარეშე, მთავრობა ერთპიროვნულად დანიშნოს.
ყველაზე პოპულარული
1